2019 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც აწესრიგებს დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
კანონით დადგენილი ვალდებულებები ვრცელდება ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციაზე მიუხედავად საქმიანობისა, მათ შორის სერტიფიცირებული სპეციალისტის დანიშვნის ან მოწვეული შრომის უსაფრთხოების კომპანიის მომსახურებით სარგებლობის ვალდებულება.