მომსახურება
hse georgia
ჩვენი სერვისები
HACCP/ სურსათის უვნებლობის სისტემები
HACCP (საშიშროების ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებულ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობას მთელ საწარმოო ჯაჭვში – ნედლეულიდან საბოლოო პროდუქტამდე. ჩვენი ექსპერტები დაგეხმარებიან HACCP სისტემის დანერგვაში, რომელიც მოიცავს რისკების იდენტიფიცირებას, კონტროლის მექანიზმების შემუშავებასა და ეფექტური მონიტორინგის პროცედურების დანერგვას.
პერსონალურ მონაცემთა დაცვა (GDPR)
თანამედროვე ციფრულ ეპოქაში პერსონალურ მონაცემთა დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყველა კომპანიისთვის. ეს სერვისი უზრუნველყოფს ბიზნესის სრულ შესაბამისობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან, მათ შორის GDPR (მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია) სტანდარტებთან, რომელიც ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მოქმედ კომპანიებსაც ეხება. მომსახურების ფარგლებში, კომპანია იღებს კონსულტაციებსა და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს მონაცემთა შეგროვების, შენახვის, დამუშავებისა და დაცვის პროცესებისთვის. ხდება მონაცემთა უსაფრთხოების ეფექტური სისტემების დანერგვა, რაც უზრუნველყოფს კლიენტების კონფიდენციალურობას და იცავს ბიზნესს რეგულაციების დარღვევის შედეგად გამოწვეული დიდი ჯარიმებისგან.
გარემოს დაცვა და ეკოლოგიური უსაფრთხოება
მდგრადი განვითარება და გარემოს დაცვა დღესდღეობით ყველა პასუხისმგებელი ბიზნესის პრიორიტეტია. ამ სერვისის ფარგლებში ხდება გარემოსდაცვითი მართვის სისტემების დანერგვა, რაც ეხმარება კომპანიებს შეამცირონ საქმიანობის ეკოლოგიური კვალი და შეესაბამებოდნენ მოქმედ გარემოსდაცვით კანონმდებლობას. მომსახურება მოიცავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტაციის მომზადებას, გარემოსდაცვითი აუდიტის განხორციელებას და ეფექტური სტრატეგიების დანერგვას ნარჩენების მართვისა და რესურსების ოპტიმიზაციისთვის. ეს სერვისები უზრუნველყოფს კომპანიის მდგრად განვითარებას, ეკოლოგიურ უსაფრთხოებას და ხელს უწყობს პოზიტიური კორპორაციული იმიჯის შექმნას.
სახანძრო უსაფრთხოება და ევაკუაციის გეგმის შედგენა
სამუშაო ადგილზე სახანძრო უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია თანამშრომელთა და ქონების დასაცავად. ეს სერვისი მოიცავს სრულ მომსახურებას სახანძრო ევაკუაციის გეგმის შედგენისთვის, რომელიც დეტალურ ინსტრუქციებს აწვდის საგანგებო სიტუაციებში სწორი მოქმედებებისთვის. ხდება ინდივიდუალური გეგმების მომზადება ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ტარდება რისკების შეფასება და უზრუნველყოფილია ევაკუაციის სქემების ვიზუალური განლაგება. მომსახურება უზრუნველყოფს ბიზნესისა და თანამშრომლების დაცვას მაღალი დონის სახანძრო დაცვითი სისტემებით და ამზადებს ნებისმიერი გაუთვალისწინებელი სიტუაციისთვის.


HSE GEORGIA-ს სერვისებში შედის შრომითი უსაფრთხოების სერვისების სრული სპექტრი:
კომპანიაში მაღალი ხარისხის შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვისათვის, უპირველეს ყოვლისა აუცილებელია კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე ინდივიდუალურად მორგებული შრომის უსაფრთხოების პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების გეგმის შემუშავება, როგორც კომპანიისთვის, ასევე თითოეული თანამშრომლისთვის.
შრომის უსაფრთხოების მთავარი შემადგენელი ნაწილია სამუშაო სივრცეში რისკებისა და საფრთხეების იდენტიფიცირება, მათი შეფასება და პროგნოზირება, რისკების აღმოფხვრა და პოტენციური საფრთხეების პრევენცია საჭირო რეკომენდაციების ჩამოყალიბების გზით. ჩვენი კომპანიის გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს ყველა შესაძლო რისკების დროულ იდენტიფიცირებას, რითაც მინიმუმამდე დაგვყვავს სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევების ალბათობა.
ყოველი კომპანიისთვის გამოიყოფა აკრედიტირებული სპეციალისტი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიაში შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვასა და შესაძლო საფრთხეების შემდგომ მონიტორინგზე.
შრომის უსაფრთხოების სისტემის ეფექტურად მუშაობისთვის მნიშვნელოვანია კომპანიის თითოეულ თანამშროელს გააზრებული ჰქონდეს საკუთარი როლი მთლიან პროცესში, რისთვისაც აუცილებელია მათთვის შრომის უსაფრთხოების კუთხით შესაბამისიინფორმაციის პერიდოული მიწოდება, რასაც ვახდენთ ტრენინგების გზით. საქმიანობის სფეციფიკიდან გამომდინარე ვახდენთ სატრენინგო მასალების ინდივიდუალურ შერჩევას.
შრომისათვის უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა წარმოუდგენელია სამუშაო სივრცის მიკროკლიმატისა და სხვადასხვა პარამეტრების მონიტორინგის გარეშე, რისთვისაც აუცილებელია პროფესიონალური საზომი ხელსაწყოების მეშვეობით პერიოდული გაზომვითი სამუშაოების განხორციელება, რითაც დგინდება ხმაურის , ჰაერის მოძრაობის სიჩქარის , ვიბრაციის , განათების , ტემპერატურის , ტენიანობის, მტვერიანობის და სხვ. პარამეტრების კანონმდებლობით გათვალისიწნებული ნორმებთან შესაბამისობის დადგენა და ნორმიდან გადახრის შემთხვევაში შესაბამისი მაკორექტირებელი მოქმედებების შედგენა ხარვეზების გამოსასწორებლად.
კომპანაში ეფექტური შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვას თან ახლავს სავალდებულო დოკუმენტაციის შექმნისა და მათი მუდმივი წარმოების პროცესი. ჩვენ ვახდენთ კანონმდებლობით დადგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის შექმნას და მათ პერიოდულ განახლებებს, გავცემთ რეკომენდაციებს დოკუმენტების სწორი ადმინისტრირების თაობაზე.






